Foto

კრემლი - ვენესუელასა და კუბაში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებით, რუსეთი თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ვენესუელასა და კუბაში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შესახებ განაცხადა, რომ აღნიშნულის მიზეზი, რუსეთისთვის თავისი სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტია.

მისივე თქმით, ესტონეთის მიერ NATO-ს თხოვნა, რომ მის ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსოს, რუსეთის ფედერაციისთვის შემაშფოთებელი და დასტურია, რომ „დაძაბულობის მიზეზი“ რუსეთი არაა.

„არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთი, რა თქმა უნდა, ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიქმნას საკუთარი უსაფრთხოების გარანტი. ესტონეთის თხოვნას რაც შეეხება, ეს იმის დასტურია, რომ დაძაბულობის მიზეზი ჩვენ არ ვართ“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.