პოლონეთში, პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი „კურიერები“ აიყვანა - საქმე ეხება დანაშაულს, რომლელშიც კონკრეტულმა პირებმა მილიონობით ევრო გაინაწილეს. დაკავებულთა შორისაა საქართველოს მოქალაქეც. ამბის თაობაზე ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს პოლონეთის, უკრაინის, საქართველოს სირიისა და ტუნისის ის მოქალაქეები, რომლებსაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვრიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით, მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ.
პოლონეთის სასააზღვრო დაცვის სიტყვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გადაყვანის სანაცვლოდ, თითოეული მიგრანტისგან 3 000 ევროს იღებდნენ.
პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულმა პირებმა 8 700 000 ევრო გაინაწილეს. ე.წ. მოლარეებმა კი, თანხებთან დაკავშირებული საქმის ორგანიზებისთვის, 4 300 000 ევროზე მეტი მიიღეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press