Foto

ეკა ხერხეულიძე - სასამართლოს შემდეგ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, 19 იანვრისთვის გვეცოდინება რა ახალი ჩივილები არსებობს

,,ნაცმოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ზუსტი შეფასება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებით 19 იანვარს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, სააკაშვილის სასამართლოს შემდეგ ჰიპერტონიული კრიზი და სასწრაფოს გამოზახება გახდა საჭირო.

"19 იანვრისთვის და გვეცოდინება კომპეტენტური შეფასება თუ რეალურად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ახალი ჩივილები არსებობს, ან რა არის ის ძველი ჩივილები, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას მოითხოვს.

სასამართლოში გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, გამოიძახეს სასწრაფო და ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ეს უსვამს ხაზს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური. მიხეილ სააკაშვილი ელოდება უცხოელ ექიმს, რომელსაც მესამედ უთხრეს უარი შეხვედრასთან დაკავშირებით და პრობლემად რჩება პირადი ექიმის შესვლის საკითხიც", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.