Foto

ნინო ლომჯარია - ჯანდაცვის მინისტრის წინასწარი ნათქვამი, რომ ინციდენტი დევნილების დასახლებაში უბედური შემთხვევა იყო, ძალიან არასწორია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის სიტყვითაც, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი, „პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო“.

სახალხო დამცველის ცნობით, მაშინ, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული, მსგავსი განცხადებები ძალიან არასწორია.

„ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვლაფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში, მით უმეტეს, რომ მე გავესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, რომ გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.