ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო განხილვის საშუალება არ მოგვეცა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დარწმუნდეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს.
"სახელმწიფო ინსპექტორის დაწესებულება მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად გრძნობდეს იმ გაგებით, თუ რას შეცვლის შეთავაზებული ცვლილება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკამათოა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან ურთიერთობის ფუნდამენტური ასპექტია დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვდებდით ინვესტიციებს ამ სააგენტოში და ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო განხილვის საშუალება არ მოგვეცა“, - განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press