Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსი მომავალში ისევ იქნება, თუმცა ამჟამინდელი ტალთა, წესით, უკანასკნელი უნდა იყოს, შეზღუდვების დაწესების თვალსაზრისით.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებისთვის „უსაფრთხო და ეფექტიანია“. ამბის შესახებ ინფორმაციას Reuters იუწყება.
"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა Pfizer-ის ვაქცინის სამი დოზა გაიკეთონ. ამასთან, სავარაუდოდ, ადამიანებს ბუსტერ დოზის მიღება ყოველწლიურად მოუწევთ, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კი ბუსტერ დოზის გაკეთება 4 თვეში ერთხელ შეეძლებათ", - აღნიშნა ალბერტ ბურლამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press