„როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით - ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას აქვეყნებს.
მათი შეფასებით, პასუხსიმგებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს, დავით ფაცაცისა და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს უნდა დაეკისროს, შედეგად კი, მათ დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ.
„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ დატრიალებულ ტრაგედიას. საქართველოში, იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ პროტესტის ნიშანდ თავი მოიკლა. ვუსამძირებთ ოჯახს და მთელს საქართველოს. იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუაკრგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული. ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართელოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი. დღეს ფაქტია რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დაცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავლტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს. დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით - ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართული სახემწიფო ეკუთვნის ქართელ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარავოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები. დაეკისროს პასუხსიმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press