დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ექსპრეზიდენტი მოინახულა. მისი განცხადებით, ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს.
გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ექიმებს მიხეილ სააკავილის მონახულების საშუალება მალე მიეცეთ.
„როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი რუსთავის ციხეში, პირადად მენახა ჩემი ძმის მდგომარეობა. სიმართლე, რომ გითხრათ, სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მისი მდგომარეობა. დღეს ბევრად უკეთ იყო. თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სიტყვით მიემართა ხალხისთვის და როგორც თვითონ აღნიშნა, გამოეყენებინა ტრიბუნის სახით. რაღაც წამლები სჭირდებოდა. ზოგჯერ უჩივის უძილობას, მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა. ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მიეცემათ ექიმებს საშუალება, რომ დაელაპარაკონ“, - აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press