წალენჯიხაში, ბრმად გასროლილმა ტყვიამ 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის 20 წლის შვილმა ტირის თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც, შემთხვევით, დედა დაიჭრა.
ქალს ტყვია კისრის არეში, საძილე არტერიასთან მოხვდა. იგი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.ცხედარი ამ წუთებში პროზექტურაში არის გადასვენებული.
ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press