ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდ. კოერაზე დაწესებული სანქციებისა და გაფრთხილებების მიხუედავად, აღნიშნულმა სახელმწიფომ, წელს, უკვე მეოთხედ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს.
იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვითი ძალების ცნობით, დღეს, ორშაბათს, ჩრდ. კორეამ არა ერთი, არამედ 2 რაკეტა გაისროლა. ისინი სამწუთიანი ინტერვალით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან გაუშვეს.
მედიის ცნობით, რაკეტებმა მაქსიმალურ სიმაღლეს - 50 კილომეტრს მიაღწიეს და 300 კმ-ის მანძილზე იფრინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩრდ. კორეა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების დარღვევას უხეშად აგრძელებს, მსგავს ქმედებებს კი, აშშ-ს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
შეგახსნებთ, რომ ჩრდ. კორეამ, რაკეტების გამოცდით, უკვე რიგით მეოთხედ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ფხენიანს რაკეტების შექმნასა და გამოცდას უკრძალავს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press