უკრაინაში კანადამ სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა, - ინფორმაციას Global News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანადის სპეციალური ოპერაციების პოლკის მცირე კონტინგენტის განლაგება მას შემდეგ ხდება, რაც დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას, შეფერხდა და დაახლოებით 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე განლაგებული რჩება.
წყაროებმა Global News-ს განუცხადესცრომ ეს გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილია, შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინაში და გამოძებნონ უკრაინის მთავრობის დახმარების გზები.
მედიის ცნობით, არც მთავრობა და არც კანადის ძალები ოფიციალურად არ ადასტურებენ სპეცრაზმების უკრაინაში ყოფნას.
კანადის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ "კანადის სპეცრაზმი უკრაინელ კოლეგებს 2020 წლიდან უწევს წვრთნას" ,თუმცა ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.
ცნობისთვის, დიპლომატიური მოლაპარაკებები აშშ-ს ევროპელ მოკავშირეებსა და რუსეთს შორის გასულ კვირას დასრულდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა მოლაპარაკებებს "ჩიხი" უწოდა.
რუსეთმა მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინას არ მიეცემა ნატოს ალიანსში გაწევრიანების უფლება - , რომელიც აშშ-ს და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press