ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, აშშ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქართველი ხალხის არჩევანს მხარს უჭერენ.
"ჩვენი პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ესაა არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სრულად უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს მხარს.
ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, ელჩის განცხადებით რუსეთი ცდილობს აკლიანსი გაყოს, თუმცა აშშ-ს დელეგაციის წევრებმა და ოფიციალურმა პირებმა ბევრჯერ აღნიშნეს რომ ძალა ერთობაშია.
"გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა უენდი შერმანმა და შეერთებული შტატების ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა: ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატო-ზე ნატო-ს გარეშე, უკრაინაზე უკრაინის გარეშე და საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, გაყოს ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ძალა ერთობაშია", - აღნიშნა ელჩმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press