საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის სამონასტრო კომლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას ეხმიანება.
საიას განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები იკვეთება.
საია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, ეს საქმე გამოიძიოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის ოქტომბერში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა[1] გენერალურ პროკურატურას გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსის 2592 (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულების ნიშნების არსებობის გამო გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს დაწყებული ჰქონდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N092231020001, გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის სამუშაოების უხარისხოდ შესრულების პროცესში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე.[2]
საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და მის ფარგლებში ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, საიამ, 2021 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,[3] მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა (მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით) და 2592 მუხლის მე-4 ნაწილით (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ამ დრომდე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამასთანავე, არ მოგვეწოდა ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისა და ამ დრომდე გამოძიების დაუსრულობლობის მიზეზების შესახებ.
ასევე, რადგან გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებიც, გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საგამოძიებო ორგანომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) იმ პირობებში, როდესაც საიამ გენერალურ პოკურატურას მიაწოდა შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება. ამდენად, საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ეს საქმე გამოიძიოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა." - ნათქვამია განცხადებაში.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press