Foto

ინდონეზიის პარლამენტმა ახალ დედაქალაქს სახელი შეურჩია

ინდონეზიის პარლამენტმა სახელმწიფოს ახალი დედაქალაქის სახელი გამოაცხადა. ქალაქს ნუსანტარა ერქმევა, რაც კავის ენაზე, „გარე კუნძულებს“ ნიშნავს. ამბის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იმის გამო, რაც ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, დედაქალაქი - ჯაკარტა დიდი სისწრაფით ჩაძირვას განაგრძობს, 2019 წელს, პარლამენტში, ახალი დედაქალაქის აშენების შესახებ წინადადება დააყენეს. ქალაქი, რომლის სახელიც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შეარჩია, ჯაკარტადან 1 300 კმ-ის დაშორებით უნდა აშენდეს.

აღნიშნულის შესახებ, კრიტიკოსების განცხადებებში, ქალაქის სახელს „დამაბნევლად“, „გაუგებრად“ აფასებენ. მათივე თქმით, პარლამენტი ქალაქის აშენებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ფაქტორების გათვალისწინებით არ აპირებს.