თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა არ არის რეალისტური.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, საკუთარი მდგომარეობასა და სიტუაციას მთელ მსოფლიოში უნდა გადახედოს. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია. რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, საკუთარი მდგომარეობასა და სიტუაციას მთელ მსოფლიოში უნდა გადახედოს. ეს ყველაფერი არ გამოვა მსჯელობით: „დავიკავებ მიწებს და ადგილებს, მათ წავიღებ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press