ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მზად არის და სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის შუამავალი იყოს და გამოსავალს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში ხედავს.
მისივე თქმით, მას ექსპრეზიდენტთან უსაუბრია და ფიქრობს, რომ სააკაშვილი ამ შეთავაზებაზე თანახმა იქნება.
მეუფე აცხადებს, რომ ის შინაპატიმრობისთვის საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.
"სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება , ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.
მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება." ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press