„გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის“, - აღნიშნულის შესახებ, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე ცნობით, „საქმეს სამი სუსტი წერტილი აქვს“:
„გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან. თუმცა, ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით, მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო. მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მაინც გეთქვათ, რეალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივად აღქმადი. მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური. მეორე - ადამიანი ერთ-ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო ქვეყანაში გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება არც ერთი მისი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის განმავლობაში. მესამე- ჩემთვის მთავარია ის, რომ გაგიევთან მანამდე, მარტში, ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩემ კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის 3 წამიანი, მაგრამ მე ეს არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press