მსოფლიო პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსი თავისი დისთვის, ჯეიმი ლინ სპირსისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამბავს BBC იუწყება.
საქმე ეხება ჯეიმი ლინ სპირსის ავტორობით გამოცემულ ახალ წიგნს, რომლის გაყიდვებისათვის გასაზრდელად, იგი ბრიტნის შესახებ „დამამცირებელ“ განცხადებებს აკეთებს. ამის თაობაზე, ბრიტნის ადვოკატმა, მეთიუ როუსენგარტმა განაცხადა.
„ბრიტნი ამის დაშვებას არ აპირებს და არც უნდა დაუშვას. ცრუ და ზედმეტად ფანტასტიკური ამბების მოყოლა არასწორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამით წიგნების გაყიდვას ცდილობ. ამასთან ერთად, ეს პოტენციურად უკანონო და დამამცირებელი ქმედებაცაა “, - აღნიშნა ადვოკატმა.
ამბავთან დაკავშირებით, ჯეიმი ლინს კომენტარი ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press