Foto

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები ოფიციალურად აღიარა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. აღნიშნულის შესახებ საქართველოში არსებული შვეიცარიის საელჩო იუწყება.

საქართელო იმ 30 სახელმწიფოს შორისაა, რომელთა კოვიდ-პასპორტებსაც აღნიშნული ქვეყანა აღიარებს. ჩამონათვალს შორისაა: სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ალბანეთი, ისრაელი, მოლდოვა, მონტენეგრო და სხვები.

აღნიშნული ინფორმაციის ნახვა, უკვე შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზეც შეიძლება.