Foto

აშშ-ის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს თავიანთი მომავლის არჩევის უფლება აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას თავიანთი ხალხისათვის საუკეთესო მომავლის არჩევის უფლება გააჩნიათ.
მათივე განცხადებით, მომდევნო კვირებში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის მხირდან საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში შეჭრის, ქიმიური იარაღის გამოყენებისა და კიდევ სხვა უკანონო საკითხებს, აშშ-ს მოკავშირეებთან ერთად, სახელმწიფო რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, დღის წესრიგში დააყენებს.
„უკრაინას, საქართველოსა და სხვა ევროპულ სახელწიფოებს უფლება აქვთ, თავიანთი ხალხისთვის საუკეთესო მომავალი თავად აირჩიონ, ამასთან შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის წევრები გახდნენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი სამ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში შეიჭრა, ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი და იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში, მოკავშირეებთან ერთად ამ და კიდევ სხვა საკითხებს, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს დღის წესრიგში დავაყენებთ“, - წერია განცხადებაში.