უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, თუმცა ამ ბრძოლაში უკრაინა მარტო არ არის და მთელი მსოფლიო მხარს უჭერს.
„რაშია სიახლე? ნუთუ ეს რეალობა არ არის უკვე რვა წელია? ნუთუ შემოჭრა 2014 წელს არ დაიწყო? ნუთუ მასშტაბური ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს საფრთხე დიდი ხანია არსებობს. ახლა აქტიურად ესხმიან თავს არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა მუდმივად განგაშის შეგრძნება გქონდეთ. პანიკის გარეშე! თავზარის გარეშე! ვიმედოვნებ, ვირუსების გარეშე. გულწრფელად მჯერა, რომ ომის გარეშე. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press