იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გა განაცხადა.
კობახიძის თქმით, სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია, რადგან მუდმივად ითხოვს ისეთ რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის.
„სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმაც სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი, რომ სადაც გაუჭირდება, ეს არის მონასტერი. სააკაშვილი სინამდვილეში გამოდის, რომ არის პრივილეგირებული პატიმარი, იმიტომ რომ ითხოვს მუდმივად რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press