Foto

ტედროს ადანომ გებრეისუსი - კოვიდპანდემია დასასრულთან ახლოსაც არაა

დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული, კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ შორსაა.

მისი სიტყვით, COVID - 19-ის ბოლო შტამის „ომიკრონის" გავრცელება, ვირუსის ახალი ვერსიების გაჩენის ალბათობას ხელს უფრო აძლევს. ამბავს EuroNews იუწყება.

პანდემია დასასრულთან ჯერ ახლოსაც არაა. მსოფლიოში, ომიკრონის წარმოუდგენელ გავრცელებას, ახალი შტამების გაჩენის ალბათობაც თან ახლავს, რის გამოც პროცესის დაკვირვება და შეფასება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად რჩება“, - აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.