საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და გერმანელი პოლიტიკოსის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან წერილი გამოუგზავნეს.
აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფელაბამცველი გიორგი მშვენიერაძე იუწყება და აცხადებს, რომ შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენლები, კვლავ გააგრძელებს ისეთ საკითხებზე დაკვირვებას, როგორიცაა საქართველოში, სამართლიანი სასამართლო და ა.შ.
„მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით, როგორც სააკაშვილის ადვოკატს“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press