Foto

მიხეილ სააკაშვილი - ექს-პრეზიდენტის ციხეში ჩასმა მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, ჩემს შემთხვევაში, მინიმალურადაც არაა დაცული

განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე" გავრცელებულ მიმართვაში წერს.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და თუნდაც სიცოცხლის ფასად დამუჯდეს, ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან უნდა დაიხსნას.

"უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა "პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.

ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა. განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული.

საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ." , - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.