„რაც ვნახეთ, არის უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. არის თრევის ეპიზოდი, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართებით, უმძიმესი ტექსტები ისმოდა, ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა.
„რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთო და არავის ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ეს ხანმოკლეაო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. შემდეგ, შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ძალის გამოყენება. ყველა რაკურსი არ არის, ხან პანდუსი ეფარება, ხან ასე შემდეგ... რაც მთავარია, თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს სანახავად. რაც მთავარია, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ის ე.წ. შუმოკი. უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press