Foto

ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია კულტურის სამინისტროსთან მინისტრის, თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად, ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, ეკა კიკნაძემ გაავრცელა.

„დიდი მადლობა ყველას აქციაზე მოსვლისთვის.

იქ შევიტყვეთ, რომ დინარა ვაჩნაძე, რომელიც ზაფხულში ჩემთან ერთად ჩამოაქვეითეს და სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, ასევე გაათავისუფლა წულუკიანის ადმინისტრაციამ. დღეს მიიღო ბრძანება“, - წერს ეკა კიკნაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.