„გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ექსპრეზიდენტთან იმ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ნახა.
ნიკა გვარამიას სიტყვით, მიხეილ სააკაშვილის უკანონო იქნება, ალტერნატიული კონსილიუმისა და მკურნალი ექიმის შეშვებაზე უარის თქმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორთან დათვალიერებული მასალის შესახებ და კიდევ ვაპირებ მასალების დათვალიერებას. მე მაინტერესებდა მას რა აინტერესებს კონკრეტულად და ეს არის გორის ე.წ. საათის ეპიზოდი და კიდევ გლდანში მინდა რამდენიმე ეპიზოდის ნახვა. მდგომარეობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმები მასთან შეუშვან. გაუგებარი და უკანონოა უარის თქმა ალტერნატიული კონსილიუმის შეშვებაზე და ასევე მკურნალი ექიმის არშეშვება. ბატონი გიორგი გიორგაძე პასუხისგებაში მიეცემა აუცილებლად. არა ამ სიტყვებისთვის რაც ეხლა თქვა, არამედ მისი ქმედებებისთვის და ამას მალე ნახავს ყველა რა მოიმოქმედა და იცოდა თუ არა სააკაშვილმა სად მიყავდათ, ამასაც მალე ნახვას ყველა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press