Foto

რუსეთი - ვიმედოვნებთ, საქართველო განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და ჩვენ მიმართ, უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნახსენები.

უწყების ცნობით, ისინი  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენის საკითხებში ერთგულებას შეინარჩუნებენ.

„ჩვენ შევინარჩუნებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში ერთგულებას. ასევე, უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და მისი განმტკიცების ერთგული დავრჩებით, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ, ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.