ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგატირა რობლესის განცხადებით, ესპანეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო გემები გაგზავნა.
მისი თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, რომელიმე ქვეყანას მიუთითოს, როგორ მოიქცეს. ამბის შესახებ, Reuters იუწყება.
„რუსეთს არ აქვს უფლება, რომელიმე ქვეყანას მიუთითოს, როგორ მოიქცეს. NATO ნებისმიერი იმ ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს“. - თქვა რობლესმა. გამოცემის ცნობით, ესპანეთს არსებული უთანხმოებისა და კონფლიქტის გადაჭრისათვის, გამოსავალი დიპლომატიური გზებით მუშაობა მიაჩნია.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო გემების შავ და ხმელთაშუა ზღვებში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება წინა კვირას მიიღო. ესპანეთის ხელისუფლება სამხედრო თვითმფრინავების ბულგარეთში გაგზავნასაც განიხილავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press