Foto

ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

კომიკოსი და  გრემის მფლობელი მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს. ლუი ანდერსონი ცნობილია ავტობიოგრაფიული მულტფილმით "ცხოვრება ლუისთან ერთად", რომელშიც ის თავის ბავშვობის ისტორიებს იხსენებს.
1986 წელს ლუი ანდერსონი ბრონსონ პინჩოტთან ერთად მონაწილეობა მიიღო სერიალ „Perfect Strangers“-ის საპილოტე გამოშვებაში რომელიც გადაიღეს სატელევიზიო ქსელისთვის ABC. შემდგომში ანდერსონი მარკ ლინ-ბეიკერმა ჩაანაცვლა.

1995 წელს ანდერსონმა Fox-ისთვის შექმნა ანიმაციური სერიალი „ცხოვრება ლუისთან ერთად“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში. სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად. ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან. Fox-ის ეთერში ტრიუმფთან ერთად სერიალმა „ცხოვრება ლუისთან ერთად“ ემის 2 ჯილდო მოიპოვა.

ლუი ანდერსონი ათწლეულების განმავლობაში მრავალ სატელევიზიო გადაცემაშიც იღებდა მონაწილეობას და ცნობილი შოუს, სახელად „Family Feud“, წამყვანიც იყო 1999-2002 წლებში.[