"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო თანადგომას უცხადებს.
როგორც "ნაცმოძრაობა" აღნიშნავს, დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა რუსეთის ფედერაციისთვის მკაფიო გზავნილია.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. - ნათქვამია ნაცმოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადბაში.
რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა, სახეცვლილი ფორმით საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს.
რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს.
საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება." - ნათქვამია "ნაცმოძრაობის" განცხადებაში.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press