რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოსა და უკრაინას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
როგორც სენატორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთის აგრესია და მისი მავნე საქმიანობა უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება.
„რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს სენატორი შაჰინი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press