„მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთხოვს, გაასაჯაროვონ მისი გადაყვანისა და გატაცების კადრები“, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექს-პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას ბოლომნდე არ ასახავდა.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი: ის პირველი დღიდან, მანამ, სანამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იტყოდა, რომ ეს მასალა მას აქვს, ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროებას. უცვლელი რჩება მისი პოზიცია. სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაასაჯაროვონ ეს კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაყვანისა და გატაცების კადრები, ვინაიდან, ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press