ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 21 იანვარს მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან განიხილა რუსეთის მხრიდან „აგრესიული მოქმედებები“ და ევროკავშირის მხარდამჭერი შემდგომი ზომები.
მისივე თქმით, პირველი ფინანსური დახმარება 6 მილიონი ევრო იქნება.
ცნობისთვის, 19 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულდა უკრაინის საზღვრის მახლობლად შეიარაღებული ძალების განლაგება, რომელიც მათივე თქმით, შესაძლოა გამოყენებული იქნას შეტევისთვის.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის დასავლეთ საზღვართან 127 000-ზე მეტი სამხედროა თავმოყრილი. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე თავდასხმა „ნებისმიერ მომენტში“. ამასთანავე, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა პროვოკაცია მოახდინოს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო, ევროკავშირი და აშშ-ს ხელისუფლება მოსკოვს მკაცრი სანქციებით დაემუქრნენ. რაც შეეხება რუსეთს, კრემლი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმების არსებობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press