პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, 8 500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განთავსებისთვის. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ჯონ კირბმა აღნიშნა, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, აღნიშნული განკარგულება თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასცა. აღნიშნულის მიზეზი უკრაინის საზრვართან რუსი ჯარისკაცების მობილიზებაა.
ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა გაზარდოს თავისი ძალების მზადყოფნა როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, რათა ისინი მზად იყვნენ, უპასუხონ გაუთვალისწინებელი გარემოებების რიგს, მათ შორის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მხარდასაჭერად მათი ამოქმედების შემთხვევაში“, - განაცხადა კირბიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press