Foto

ვლადიმირ ზელენსკი - პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვიყოთ მშვიდად და არ ვიყვიროთ „საქმე წასულია“

ვიყოთ მშვიდად და არ ვიყვიროთ, რომ „საქმე წასულია“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს ვითარები მშვიდობიანი გზით დეესკალაცია.

„ყველაფერი ვიცით. ყველაფრისთვის მზად ვართ. გვჯერა უკეთესის და ვაკეთებთ ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენს პარტნიორებთან, დიპლომატებთან და, რაც მთავარია, ჩვენს სამხედროებთან ერთად. ისინი საუკეთესოები არიან, ისინი ჩვენ გვიცავენ, ჩვენ კი ისინი უნდა დავიცვათ, ვიყოთ მშვიდად და არ ვიყვიროთ „საქმე წასულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.