Foto

რუსეთმა ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში დაადანაშაულა

კრემლმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: ალექსეი ნავალნი, ლიუბოვ სობოლი, გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ვიაჩესლავ გიმადი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან კავშირში დაადანაშაულა.

ამის შესახებ, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“, რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი აცხადებს. მისი სიტყვით, ისინი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სახელმწიფო სიაში შეიყვანეს.

„მე, ნავალნი და ჩვენი კოლეგები ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სახელმწიფო სიაში შეგვიყვანეს. მონაწილეობ არჩევნებში და ებრძვი კორუფციას? – ექსტრემისტი ხარ.

შესაძლოა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის (МГУ) იურიდიული ფაკულტეტის პირველი, წითელდიპლომიანი კურსდამთავრებული ვიყო, რომელიც ამ სიაში მოხვდა“, - განაცხადა ლიუბოვ სობოლიმ.