Foto

ჟოზეფ ბორელი - რუსეთი წლებია ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას

"ეს კრიზისი არ დაწყებულა გასული წლის დეკემბერში. რუსეთი წლებია ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს". - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ ხდება, რაც ყრიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა და ყველაფერი ეს მათი აგრესიული კიბერშეტევების ფონზე ხდება.

ბორელის განცხადებით, კრიზის მხოლოდ უკრაინას და ევროპის უსაფრთხოების წესრიგს არ ეხება. რუსეთი ცდილობს დროის უკან დაბრუნებას და გავლენის მიღებას. "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეესკალაციის ძიება და ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაში წვლილი შევიტანოთ." - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს.