ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩიმ ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, - წერს ანდრეი პლენკოვი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებისგან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press