საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთი ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. - ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის წინ განაცხადა.
მაკრონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ სულ "უფრო და უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს" ხედავს. მისივე თქმით ის ფაქტი, რომ ისინი არ ჩერდებიან, ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ თუ რუსეთიუკრაინას თავს დაესხმება სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინამ „იცის, რომ შეიძლება დაეყრდნოს გერმანიას “.
ორივე სახელმწიფოს ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას. მაკრონის თქმით, ამ ფორმატში მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ პოლიტიკური ქმედებები აღარ განიხილება.
„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ უცვლელად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება“. - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნორმანდიის ფორმატში მომდევნო სამიტი გერმანიაში უნდა გაიმართოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press