თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის - ოთხი ადგილი.
გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან პარკირების არეალებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები კონსულტაცის მიღებასა და უფასო პარკირებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.
ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს:
დიდუბის რაიონი: გიორგი ცაბაძის ქუჩა - 61 ადგილი; აკაკი წერეთლის გამზირი - 29 ადგილი;
ჩუღურეთის რაიონი: მურმან ლებანიძის ქუჩა - 25 ადგილი; გენერალ კვინიტაძის ქუჩა - 18 ადგილი; დავით აღმაშენებლის გამზირი - 203 ადგილი; ბაქოს ქუჩა - 21 ადგილი; ია კარგარეთელის ქუჩა - 19 ადგილი; ლუი პასტერის ქუჩა - 37 ადგილი; ორდე დგებუაძის ქუჩა - 23 ადგილი; ჯანსუღ კახიძის ქუჩა - 16 ადგილი; გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა - 20 ადგილი; ზურა ჭავჭავაძის ქუჩა - 24 ადგილი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა - 47 ადგილი; სანკტ-პეტერბურგის ქუჩა - 17 ადგილი; დოდო აბაშიძის ქუჩა - 27 ადგილი.
მთაწმინდის რაიონი: თავისუფლების მოედანი - 14 ადგილი; გიორგი ლეონიძის ქუჩა - 38 ადგილი; ივანე მაჩაბლის ქუჩა - 55 ადგილი; გერონტი ქიქოძის ქუჩა - 41 ადგილი; პაოლო იაშვილის ქუჩა - 35 ადგილი; ლადო ასათიანის ქუჩა - 60 ადგილი; გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა - 19 ადგილი; შალვა დადიანის ქუჩა - 71 ადგილი; მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა - 20 ადგილი; გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა - 33 ადგილი; ამაღლების ქუჩა - 79 ადგილი; სულხან საბას ქუჩა - 15 ადგილი; პავლე ინგოროყვას ქუჩა - 11 ადგილი; ვაჩნაძის და შენგელაიას ქუჩა - 14 ადგილი; ლადო გუდიაშვილის ქუჩა - 19 ადგილი; ანტონ ფურცელაძის ქუჩა - 43 ადგილი; არჩილ ჯორჯაძის ქუჩა - 24 ადგილი; გიორგი ჭანტურიას ქუჩა - 62 ადგილი; ათონელის ქუჩა - შვიდი ადგილი; სოლიკო ვირსალაძის ქუჩა - 11 ადგილი; რევაზ ლაღიძის ქუჩა - 33 ადგილი; მარი ბროსეს ქუჩა - 30 ადგილი; ვასო აბაშიძის ქუჩა - შვიდი ადგილი; შოთა მესხიას ქუჩა - 28 ადგილი; რეზო თაბუკაშვილის ქუჩა - 116 ადგილი; მედეა ჯაფარიძის ქუჩა - 12 ადგილი; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა - 33 ადგილი; შოთა რუსთაველის გამზირი - 12 ადგილი; პირველი რესპუბლიკის მოედანი - 26 ადგილი; ძმები კაკაბაძეების ქუჩა - 21 ადგილი; ლეო ქიაჩელის ქუჩა - 30 ადგილი; გიორგი ახვლედიანის ქუჩა - 29 ადგილი; ნიკო ნიკოლაძის ქუჩა - 68 ადგილი.
საბურთალოს რაიონი: სიმონ ჩიქოვანის ქუჩა - 92 ადგილი; მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა - 39 ადგილი; ჩაილურის ქუჩა - ოთხი ადგილი.
პირველი თებერვლიდან საინფორმაციო ჯიხურები შემდეგ ლოკაციებზე განთავსდება:
გიორგი ცაბაძის ქუჩა N11-ის მოპირდაპირედ („დინამო არენას“ მიმდებარედ);
დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
დავით აღმაშენებლის გამზირი N125;
დავით აღმაშენებლის გამზირი N83/23;
ამაღლების ქუჩა N12;
შალვა დადიანის ქუჩა N11;
რეზო თაბუკაშვილის ქუჩა N8-ის მოპირდაპირედ;
რეზო თაბუკაშვილის ქუჩა N27;
ნიკო ნიკოლაძის ქუჩა, ვერის ბაღის მიმდებარედ;
სიმონ ჩიქოვანის ქუჩა N15-ის მოპირდაპირედ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press