Foto

მთაწმინდა-ჩუღურეთი-დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 703 ადგილი გამოიყოფა, საბურთალოს 135 ადგილი დაემატება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის - ოთხი ადგილი.

გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან პარკირების არეალებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები კონსულტაცის მიღებასა და უფასო პარკირებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს:

დიდუბის რაიონი: გიორგი ცაბაძის ქუჩა - 61 ადგილი; აკაკი წერეთლის გამზირი - 29 ადგილი;

ჩუღურეთის რაიონი: მურმან ლებანიძის ქუჩა - 25 ადგილი; გენერალ კვინიტაძის ქუჩა - 18 ადგილი; დავით აღმაშენებლის გამზირი - 203 ადგილი; ბაქოს ქუჩა - 21 ადგილი; ია კარგარეთელის ქუჩა - 19 ადგილი;  ლუი პასტერის ქუჩა - 37 ადგილი; ორდე დგებუაძის ქუჩა - 23 ადგილი; ჯანსუღ კახიძის ქუჩა - 16 ადგილი; გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა - 20 ადგილი; ზურა ჭავჭავაძის ქუჩა - 24 ადგილი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა - 47 ადგილი; სანკტ-პეტერბურგის ქუჩა  - 17 ადგილი;  დოდო აბაშიძის ქუჩა - 27 ადგილი.

მთაწმინდის რაიონი: თავისუფლების მოედანი - 14 ადგილი; გიორგი ლეონიძის ქუჩა - 38 ადგილი; ივანე მაჩაბლის ქუჩა - 55 ადგილი; გერონტი ქიქოძის ქუჩა - 41 ადგილი; პაოლო იაშვილის ქუჩა - 35 ადგილი; ლადო ასათიანის ქუჩა - 60 ადგილი; გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა - 19 ადგილი; შალვა დადიანის ქუჩა - 71 ადგილი; მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა - 20 ადგილი; გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა - 33 ადგილი; ამაღლების ქუჩა - 79 ადგილი; სულხან საბას ქუჩა - 15 ადგილი; პავლე ინგოროყვას ქუჩა - 11 ადგილი; ვაჩნაძის და შენგელაიას ქუჩა - 14 ადგილი; ლადო გუდიაშვილის ქუჩა - 19 ადგილი; ანტონ ფურცელაძის ქუჩა - 43 ადგილი; არჩილ ჯორჯაძის ქუჩა - 24 ადგილი; გიორგი ჭანტურიას ქუჩა  - 62 ადგილი; ათონელის ქუჩა - შვიდი ადგილი; სოლიკო ვირსალაძის ქუჩა - 11 ადგილი; რევაზ ლაღიძის ქუჩა - 33 ადგილი; მარი ბროსეს ქუჩა - 30 ადგილი; ვასო აბაშიძის ქუჩა - შვიდი ადგილი; შოთა მესხიას ქუჩა - 28 ადგილი; რეზო თაბუკაშვილის ქუჩა - 116 ადგილი; მედეა ჯაფარიძის ქუჩა - 12 ადგილი; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა - 33 ადგილი; შოთა რუსთაველის გამზირი - 12 ადგილი;  პირველი რესპუბლიკის მოედანი - 26 ადგილი; ძმები კაკაბაძეების ქუჩა - 21 ადგილი; ლეო ქიაჩელის ქუჩა - 30 ადგილი; გიორგი ახვლედიანის ქუჩა - 29 ადგილი; ნიკო ნიკოლაძის ქუჩა - 68 ადგილი.

საბურთალოს რაიონი: სიმონ ჩიქოვანის ქუჩა - 92 ადგილი; მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა - 39 ადგილი; ჩაილურის ქუჩა - ოთხი ადგილი.

პირველი თებერვლიდან საინფორმაციო ჯიხურები შემდეგ ლოკაციებზე განთავსდება:

გიორგი ცაბაძის ქუჩა N11-ის მოპირდაპირედ („დინამო არენას“ მიმდებარედ);

დავით აღმაშენებლის გამზირი N150;

დავით აღმაშენებლის გამზირი N125;

დავით აღმაშენებლის გამზირი N83/23;

ამაღლების ქუჩა N12;

შალვა დადიანის ქუჩა N11;

რეზო თაბუკაშვილის ქუჩა N8-ის მოპირდაპირედ;

რეზო თაბუკაშვილის ქუჩა N27;

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა, ვერის ბაღის მიმდებარედ;

სიმონ ჩიქოვანის ქუჩა N15-ის მოპირდაპირედ.