ნიკა გვარამიას განცხადებით, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის „წაშლილ“ კადრებს, სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვის მიუხედავად არ იძლევა.
მისივე თქმით, არის შანსი იმისა, რომ პენიტენციური სამსახურიდან აღნიშნული კადრებიც „წაიშლება“ ან „შეეშლებათ“ და საბოლოოდ, გაქრება.
“გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან. პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ თვითონაც აქვს ეს ინციდენტი გადაღებული, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვის მიუხედავად, ამ კადრებს არ იძლევა. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, იქაც "წაიშლება" ან აღმოჩნდება, რომ "შეეშალათ" და არ აქვთ გადაღებული”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press