კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული. - ამის შესაებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტლურ სექტორში დამატებული 200 საწოლიდან ნახევარზე მეტი თავისუფალია.
"დადებით ფაქტორად შეიძლება, აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქედან საშუალოდ 4 300-დან 4 500 საწოლამდეა დაკავებული. „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ ხდება ჰოსპიტალიზაცია და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა 4,5%-მდე. საწოლები გადანაწილებულია, როგორც პედიატრიულ კლინიკებზე, ასევე მოზრდილებისთვის. პედიატრიულებზე გაზრდილი მოთხოვნა, ვფიქრობთ, უფრო ნერვიულობის ფაქტორით იყო გამოწვეული და აქედან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ და დღეისთვის აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია", - განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press