Foto

ლევან ხაბაიშვილი - „ოცნების” რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია

"ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი. - ასე შეაფასა "ნაცმოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცის ტექსტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა.

მისი თქმით, რეზოლუციის მიღება, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო,  მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება.

"ქართული ოცნების" რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა ყველამ კარგად ვიცით, მთავარი აგრესორი არის რუსეთი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი! შესაბამისად, რეზოლუციის მიღება, უკრაინის მხარდამჭერი, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხვდება და აღიქვამს იმ რეალობას, რაშიც ვართ, ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად აქციეს ჩვენი სახელმწიფო და ამიტომაც არის, რომ ადგენენ იმ რეზოლუციას, რომელიც არა უკრაინელი ან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა, არამედ ემსახურება კრემლის პროპაგანდას.", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.