"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსიები რეზოლუციის არსს ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, ვერც სააკაშვილის, ვერც "ნაცმოძრაობის" და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები რეზოლუციაში ვერ მოხვდება.
"ჩვენს გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც "ნაცმოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ვერ შეთანხმდა. რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ყველა სიტყვა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი რეზოლიციას ხელს არ აწერს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press