Foto

ბელარუსიის თავდაცვის სამინისტრო - რუსული სამხედრო ძალები ქვეყანას, სამხედრო წვრთნების დაასრულების შემდეგ დატოვებენ

ბელარუსიის თავდაცვის სამინისტროს გამცხადებით, რუსული სამხედრო ძალები ბელრუსს, თებერვალში, სამხედრო წვრთნების დაასრულების შემდეგ დატოვებენ.

„შემოწმების შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები და ქვედანაყოფები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიას დატოვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო წვრთნები უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის პარალელურად იგეგმება. აღნიშნულის გამო, არსებობს საშიშროება იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ამბავს Reuters იუწყება.