პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა. მას რეკომენდაცია აბსოლუტური უმრავლესობით, სხდომაზე მყოფმა ყველა წევრმა გაუწია.
ხაზგასასმელია, რომ კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს რეკომენდაცია არ მიანიჭა. აღნიშნული პირები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან.
უნდა ითქვას ისიც, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. კომიტეტის წევრებმა მათ მხარი, აქაც ერთხმად დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press