უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსმა სამედროებმა უკრაინაში, დონბასში, შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს.
გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, „მტრის მოქმედებებს“ დანაკარგი არ მოჰყოლია.
„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის წინა ხაზთან ახლოს გამაგრებულმა მებრძოლებმა აღმოაჩინეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა.უკრაინის შეიარაღებული ძალების სიფხიზლისა და მონდომების წყალობით, მტერმა მიატოვა თავისი განზრახვა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხია“, - აღნიშნულია „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press